17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, სასულიერო პირები ქალაქს მანქანით შემოივლიან და ქუჩებს აკურთხებენ. აღნიშნუზე განცხადება საპატრიარქომ გაავრცელა.
"17 მაისს ხატი შემობრძანდებოდა ხოლმე თბილისში და ხალხთან ერთად იმართებოდა მსვლელობა. წელს მსვლელობა ვერ იქნება... ხვალ რამდენიმე მანქანა სასულიერო პირებთან ერთად მოივლის ქალაქს, ნაკურთხ წყალს ასხურებს და ასე მიულოცავენ ხალხს ამ დღესასწაულს, ოჯახის დაცვის სიწმინდის დღეს", - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა TV პირველის ეთერში.
17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს საპატრიარქომ ამ დღეს ოჯახის სიწმინდის დღე დააწესა.