ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 8 ოქტომბერს დილიდან უნდა იცოდეთ
რუსეთიდან მოპოვებული რუკები
რუსეთიდან მოპოვებული დოკუმენტების შედეგად დაკავებული მეცნიერები - ფორმულას წყარო უყვება, რომ ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც გადაეცა პროკურატურას და რომელთა საფუძველზეც დააკავეს საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, თავდაცვის სამინისტრომ რუსეთიდან მოიპოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია გიორგი თარგამაძის ფორმულას კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. მისი ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს რუკები ქართლ ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა - დავით ხიდაშელმა - მიაწოდა.
თვითონ კი ისინი რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის,- ოლეგ მუბარაშკინის - დახმარებით მოიპოვა. მუბარაშკინი სხვადასხვა დროს რუსეთის საგარეო დაზვერვისთვის მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა სხვადასხვა ქვეყანაში მათ შორის - ბელგიაში. დავით ხიდაშელი კი წლების განმავლობაში მასთან აქტიურ კონტაქტზე იყო. მუბარაშკინი და ხიდაშელი ერთად რუსულ კორპორაცია "სისტემაშიც" მუშაოებდნენ.
ლომჯარია გარეჯზე
სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, დაკავებულები შესაძლოა სახელმწიფოს ინტერესების პირისპირ მარტო აღმოჩნდნენ, - ასეთია მთავარი არგუმენტი რატომაც სახალხდო დამცველი საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრების მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის დევნას შეისწავლის.
მისი აპარატის თანამშრომლები ბრალდებულებს უკვე შეხვდნენ. საქმის დეტალურად შესასწავლად, მასალებს ომბუდსმენის წარმომადგენლები გამოითხოვენ, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარისგან
სააკაშვილი დაკავებებს ეხმაურება
ინსტიტუტციების რღვევისა და სიღატაკის გადაფარვის მცდელობა - ასე აფასებს მიხეილ სააკაშილი გარეჯის საქმეზე მელაშვილისა და ილიჩოვა დაკავებას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს რომ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების დაკავებით, ქართული ოცნებას საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან ყურადღების გადატან სურს. სააკაშვილი დაკავებულებს გაძლებისკენ მოუწოდებს, ვიდრე არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვლება.
დავით გარეჯის საქმე
პროკურატურა კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებების ასრულებს - ასე აფასებს ოპოზიცია დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დაკავებას. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ პოლიტიკური მიზნების ამოძრავებს და წინა ხელისუფლების რეპუტაციის შელახვა სურს. პოლიტიკურ მოტივებს კატეგორიულად გამორიცხავენ მმართველ პარტიაში.