logo
ENG



არჩევნებზე დავინახავთ, ვინ რა დაიმსახურა ამომრჩევლისგან - გახარია

19 მაი 202017:39
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნები გამოავლენს, როგორი ნდობა დაიმსახურეს პარტიებმა ამომრჩევლისგან.

ბიზნესის სექტორთან გამართულ შეხვედრაზე გახარია ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და განმარტა, რომ პოლიტიკური პატიმრები საკითხით სპეკულირებენ. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის.

„ცვლილებები უნდა გატარდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება. ვთვლი, რომ სისტემა, რომელზეც მოხდა შეთანხმება, არის მნიშვნელოვანი და პრინციპული, სხვა ყველაფერი პოლიტიკური სპეკულირებაა. ის ბატონები, რომლებიც დაუმსახურებლად გამოვიდნენ, არაფრით განსხვავდებიან ჩვეულებრივი კრიმინალებისგან და იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძოლონ, სიტუაციას იყენებენ პოლიტიკური სპეკულირებისთვის, რომ პარლამენტში თბილი ადგილებისთვის იბრძოლონ და ათას სისულელე შეფასებას მისცემენ. ქართველი კაცი არის ბრძენი, მიუხედავად ყველაფრისა - აგერ მოვა არჩევნები და ვნახავთ, ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქეებისგან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები და საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გათავისუფლდეს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა - მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლება რვა მარტის შეთანხმების პირველი პუნქტი შესრულებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია საკონსტიტუციო განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებს.


close დახურვა