პოლიტიკური პარტიების ძირითადმა ნაწილმა თბილისის ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენა დაასრულა. კანდიდატები უკვე დაასახელა როგორც ქართულმა ოცნებამ, ისე ოპოზიციის დიდმა ნაწილმა.
საბურთალო
ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი - ირაკლი ოქრუაშვილი
ქართული ოცნება - დავით სერგეენკო
პარტია ლელო - ბადრი ჯაფარიძე
პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - ლევან გოგიჩაიშვილი
პარტია მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი
ვაკე
ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი - ელენე ხოშტარია
ქართული ოცნება - ნოდარ ტურძელაძე
პარტია ლელო - ლევან კობერიძე
პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - ბექა ნაცვლიშვილი
მთაწმინდა-კრწანისი
ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი - შალვა შავგულიძე
ქართული ოცნება - ბექა ოდიშარია
პარტია ლელო - საბა ბუაძე
პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - ჯაბა ჯიშკარიანი
გლდანი
ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი - ნიკა მელია
ქართული ოცნება - ლევან კობიაშვილი
პარტია ლელო - გიგლა მიქაუტაძე
პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - ლაშა გიორგაძე
ნაძალადევი
ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი - შალვა ნათელაშვილი
ქართული ოცნება - მიხეილ ყაველაშვილი
პარტია ლელო - ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - ზვიად თავაძე
სამგორი
ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი - ლევან ხაბეიშვილი
ქართული ოცნება - სოზარ სუბარი
პარტია ლელო - ფიქრია ჩიხრაძე
პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - ალექსანდრე რიჟამაძე
ისანი
ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი - გიორგი ვაშაძე
ქართული ოცნება - კახა კახიშვილი
პარტია ლელო - ლანა გალდავა
პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - რამაზ ბლუაშვილი
დიდუბე-ჩუღურეთი
ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი - ზურაბ ჯაფარიძე
ქართული ოცნება - გია ვოლსკი
პარტია ლელო - ლევან სამუშია
პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - გედევან ფოფხაძე
სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" - ანა დოლიძე
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელი არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი - მაჟორიტარული წესით.