თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას ადასტურებს ისიც, რამდენად მრავალრიცხოვანი იქნება საერთაშორისო დამკვირვებელთა წარმომადგენლობა, პანდემიის მიუხედავად. ფორმულამ გაარკვია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ვაშინგტონიდან ჩამოდის სპეციალური მისია. ეუთო ოდირის დამკვირვებლები კი უკვე ქვეყანაში არიან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდებიან.