logo
ENG



არჩევნებში გამარჯვებისთვის თითქმის ყველა წინაპირობა შესრულებულია - ნათელაშვილი

04 ივნ 202012:38
3 წუთის საკითხავი
 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციის შემდეგ, ქვეყანაში არაერთი საჭირო პროცესი განვითარდა.

ნათელაშვილის თქმით, მიზანი მიღწეულია პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული კანონპროექტის შემუშავებით, გათავისუფლებულია პოლიტპატიმართა უმრავლესობა, ხოლო თავად ბიძინა ივანიშვილი სანქციების საფრთხის წინაშეა.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ არჩევნებში გამარჯვებისთვის თითქმის ყველა წინაპირობა შესრულებულია. ნათელაშვილი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური პარტიები შეძლებენ კომპრომისს და საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმდებიან.


close დახურვა