logo
ENG



არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები

18 ნოე 201919:43
3 წუთის საკითხავი
 
atm6voqwln4qesg.jpg

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო. სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვება. მისი განცხადებით 2020 წელს არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.

პარლამენტის თავმჯდომარე შს სამინისტროს თამანშრომლებს მადლობას უხდის აქციის დაშლისთვის.

„მოქალაქეებს აქვთ მშვიდობიანი პროტესტის, მანიფესტაციის და შეკრების უფლება, ეს უფლება განუხრელად იყო დაცული და განუხრელად იქნება დაცული მომავალშიც. ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში. ვსაუბრობ, პარლამენტის და სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებაზე და იმ აქტივობებზე, რომელიც ინსტიტუტების ბლოკირების მიზნით ვითარდებოდა. ეს სცდება საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების ფარგლებს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას ორი შეთავაზებით მიმართავს – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დებატები გადაიტანონ პარლამენტში და გააგრძელონ მუშაობა ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე.

„მე ვთავაზობ ოპოზიციას, საკითხების განხილვა მოხდეს საპარლამენტო დებატების ფორმატში, თუ მათ აქვთ არგუმენტები და შეუძლიათ დაარწმუნონ ფართო საზოგადოება და არა მხოლოდ მათი მხარდაჭერების ის ნაწილი, ვინც დღეს პროტესტს გამოხატავს, გამოიყენონ საპარლამენტო დებატების ნაწილი, ჩაერთონ დებატებში და დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ ეს არგუმენტები ღირს იმ დესტაბილიზაციის მცდელობაც, რომელსაც ისინი მიმართავდნენ. რა თქმა უნდა, არ ღირს.

მეორე შეთავაზებაა, რომ ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესი გავაგრძელოთ, ვინაიდან ამ სამუშაო პროცესის ფარგლებში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ არჩევნებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. მივმართავ ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, ჩაერთოს პროცესში, რათა ჩვენ საშემოდგომო სესიაზე ბოლომდე მივიყვანოთ ეუთო-ს რეკომენდაციების მიხედვით დაწყებული რეფორმა,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


close დახურვა