logo
ENG



არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

30 ოქტ 201917:22
3 წუთის საკითხავი
 
rj0nlvb2fh303ew.jpg

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და აზიის საკითხებში, ჯორჯ კენტს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

ჯორჯ კენტმა რუსული აგრესიისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ საგანგაშო ვითარებაზეც მიიღო ინფორმაცია. სტუმარმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.


close დახურვა