პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარესა და მისი ოჯახის წევრებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ, რომლის პასუხი უარყოფითია.
"მათ არ დაუდასტურდათ კოვიდინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში", - აღნიშნავენ პრესსამსახურში.