logo
ENG



არჩილ მაჭარაძე ღარიბაშვილს: უკრაინაში მთავრობის ლაჩრულმა პოზიციამ წამომიყვანა

06 დეკ 202201:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/06/7q4nyv8l2dmj55i.jpg

უკრაინაში მებრძოლი ქართველი არჩილ მაჭარაძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ "ასე აცდენილი ხალხი და ხელისუფლება არასდროს ყოფილა".

მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა: "ომის პარტია და გამყიდველების პარტია, დღიდან ომის დაწყებიდან უკრაინაში, ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მათი ორგანიზებულია ახლაც, ეს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში".

"ასე ერთმანეთს აცდენილი ხალხი და ხელისუფლება მგონი არასდროს ყოფილა. რატომ ვითმენთ ამდენ შეურაცხყოფას? აქ არავის წამოვუყვანივარ, ისევე როგორც აქ მყოფი მებრძოლების აბსოლუტური უმრავლესობა. წამომიყვანა იმან, რომ ხელისუფლებამ დაიკავა სამარცხვინო, ლაჩრული პოზიცია და რუსეთის გამარჯვებაზე გააკეთა ფსონი! მივედი უკრაინის საელჩოში, დამაკვალიანეს რომ იავორივის ბაზაზე მივსულიყავი, მარტის დასაწყისში ჩემით ვიყიდე თბილისი-ვარშავის ბილეთი და მარტო ჩამოვედი. წამიყვანეს არა დედიშენის"- წერს მაჭარიძე.

3 დეკემბერს, უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ 5 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულების ოჯახებს ოფიციალური სამძიმარი მხოლოდ მეორე დღეს გია ვოლსკიმ განუცხადა, დღეს კი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, მათ შორის ღარიბაშვილმა.

ომში რუსეთის აგრესიას სულ 33 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.


close დახურვა