ქართული ოცნების ბათუმის მერობის კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მან ფეისბუქზე დაწერა, რომ ამის გამო საარჩევნო კამპანიის გაგრძელება დისტანციურ რეჟიმში მოუწევს.
"სამწუხაროდ, განსხვავებულ რეჟიმში, დისტანციურად მიწევს საარჩევნო კამპანიის გაგრძელება.
ორი დღეა, ვარ თვითიზოლაციაში. განმეორებითი ტესტის საფუძველზე დამიდასტურდა კოვიდი, რომელიც მიმდინარეობს თითქმის უსიმპტომოდ, თავს ვგრძნობ კარგად.
ძალიან მალე დავუბრუნდები საარჩევნო კამპანიას. წინ მეორე ტურია, რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებ თქვენთან ერთად.
მადლობა ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის" - წერს ჩიქივანი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არჩილ ჩიქოვანმა 41.08% მიიღო, ენმ-ის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ კი - 41.97%.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.