logo
ENG



არც ერთ განხილვას და სხდომას არ დავესწრებით - ბილისის საკრებულოს ენმ-ს დეპუტატების პროტესტი

21 ნოე 201912:26
3 წუთის საკითხავი
 
r4lzbt2j6umfrs9.jpg

დედაქალაქის საკრებულოში ირაკლი ნადირაძის მხარდასაჭერი განცხადებები კეთდება. "ნაციონალური მოძრაობის "თბილისის საკრებულოს დეპუტატი 18 ნოემბერს აქციაზე დააკავეს. გუშინ ღამით კი ნადირაძეს სასამართლომ 13-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გააკეთეს ერთიანი მხარდამჭერი განცხადება. მათი თქმით, გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ პროტესტის ნიშნად ისინი აღარ აპირებენ საკრებულოში ფრაქციის სხდომებს დაესწრონ.

"თვალყურს ვადევნებთ სახელმწიფოებრიობის ძალიან დიდ საფრთხეს. ფაქტობრივად ყველა ინტიტუტის რღევას და მათ შორის გათამაშდა სამწუხარო სპექტაკლი გუშინ, რაც ემსახურება ადამიანების დასჯის დემონტსრაციას. ეს მიმართულია ადამიანების გაჩუმებისაკენ და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისაკენ",-აცხადებს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. 

"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრის მარიკა დათუნაშვილის თქმით, ისინი სხდომებს არ დაესწრებიან, რადგან განხილევბი საკრებულოში მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება. 

"ფრაქციის წევრები სოლიდარობას ვუცხადებთ ირაკლი ნადირაძეს და ვაცხადებთ, რომ არც ერთ განხილვას და სხდომას არ დავესწრებით, რადგან ეს განხილვები ხალხის ინტერესებზე არაა ორიენტირებული. ესაა ბიძინას ინტერესები, რაშიც ჩართვას ჩვენ არ ვაპირებთ",-განმარტავს მარიკა დათუკიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 12 პირთან  დაკავშირებით გუშინ, გვიან ღამე მოსამართლემ გადაწყევტილება მიიღო. აქედან 10-ს ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრა და მათ შორისაა ირაკლი ნადირაძეც. ამჟამად დარჩენილია 24 პირის საქმის განხილვა.


close დახურვა