logo
ENG



არც ოლიმპიადა, არც მსოფლიო თასი - ანტიდოპინგურმა სააგენტომ რუსეთი დასაჯა

09 დეკ 201915:28
3 წუთის საკითხავი
 
b6ogdpv4k6yawir.jpg
მსოფლიოს ანტიდოპინგურის სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებით, რუსეთი 4 წლით დაისაჯა. რუსმა ათლეტებმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე, 2022 პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებსა და ყატარის 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, შესაძლოა, ეროვნული სიმბოლოების გარეშე ნეიტრალური სპორტსმენების სტატუსით იასპარეზონ. სანქციები დოპინგ-სკანდალში გახვეულ სპორტსმენებთან ერთად, ბევრ რუს ჩინოვნიკსაც შეეხება და მათაც აეკრძალებათ ზემოთჩამოთვლილ ტურნირებზე დასწრება.

close დახურვა