logo
ENG



არძინბა: აფხაზეთი პრაქტიკულად არცერთ რუკაზე არ არის, გარდა რუსულისა

21 აგვ 202319:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/21/xpewxry8jwnggb4.png

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს, "აფხაზეთი პრაქტიკულად არცერთ რუკაზე არ არის, გარდა რუსულისა".

ამასთან, არძინბამ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას აფხაზეთში რევანში სურს.  

"ჩვენ ვართ რუსულ რუკაზე. ჩვენ არ ვართ ამერიკულ და ევროპულ რუკაზე, ჩვენ არ ვართ თურქულ რუკაზე. ჩვენ პრაქტიკულად არც ერთ რუკაზე არ ვართ, რუსულის გარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენი რუსი მეგობრები გვეხმარებიან გავუმკლავდეთ ამ უსამართლობას...

ჩვენ მოვახერხეთ ჩამოვაყალიბოთ ძალიან სერიოზული სახელშეკრულებო და სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბება. 2 ხელშეკრულებას ხელი 2008 და 2014 წლებში მოეწერა. ეს არის 2 ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან...

საგანგაშო სიგნალია, რომ ამ დრომდე არ არის ხელმოწერილი შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ აფხაზეთსა და საქართველოს შორის. საგანგაშო სიგნალია, რომ ქართული რადიკალური დაჯგუფებები უკრაინის ტერიტორიაზე იბრძვიან ფაშიზმისა და ნეონაციზმის მხარეს. და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ისეთი ადამიანები, როგორც ბატონი სააკაშვილი, ელოდებიან მათ დაბრუნებას საქართველოში, იმისთვის რომ ისევ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. პირველი, რასაც გეგმავენ - ეს უტყუარი ინფორმაციაა - პროვოკაციაა საზღვარზე; და ამერიკელების დავალებაა - შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივებაა. და ბატონ სააკაშვილს, გამოთაყვანებულს - ბოდიში ამ სიტყვისთვის, რევანში სურს. თუმცა რა თქმა უნდა არანაირი რევანში არ იქნება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოვაგროვოთ ყველა საჭირო ოპერატიული ინფორმაცია და ჩვენ ამას ვაკეთებთ", - თქვა ინალ არძინბამ.


close დახურვა