logo
ENG



არძინბა ლუკაშენკოს ვიზიტზე: საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს

29 სექ 202215:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/29/lriesrak3kas7vm.jpg

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "არ აღელვებს ვიზიტზე მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს რეაქცია".

"აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობაა. ჩვენ განვიხილავთ ბელარუსს, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პარტნიორს. ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ამ ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების რეაქცია, მაგალითად, საქართველოსი, ჩვენ არ გვაღელვებს", - თქვა არძინბამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო იმყოფებოდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას და პუტინს სურთ, "აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები" დაამყარონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო უწყებაში ელჩი დაიბარა. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.

 


close დახურვა