logo
ENG



ასლან ბჟანია კომიდან გამოვიდა

03 მარ 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

ასლან ბჟანია კვლავ სოჭის კლინიკაში რჩება. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის კანდიდატი ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოწამვლის დიაგნოზით გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა დღეს ბჟანია კომატოზური მდგომარეობდიან გამოვიდა და თავს უკეთ გრძნობს.

სოციალურ მედიაში აქტიურად განიხილება მისი განზრახ მოწამვლის ვერსია, რასაც ამყარებს ის ფაქტი, რომ გასული წლის მსგავსად ბჟანია შეუძლოდ მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გახდა. ის რუსეთის დედაქალაქში წინა კვირას იმყოფებოდა. სოჭში ჩასვლის შემდეგ ცუდად გახდა და საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. 

 


close დახურვა