თბილისში, ასპინძის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აალება მოხდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ მსუბუქი დამწვრობა მიიღო ორმა ადამიანმა. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურისვე ცნობით, აალებისას ჩაიმსხვრა შუშები. შემთხვევას ნგრევა არ მოჰყოლია.
ფორმულა დამატებით დეტალებს მოგაწვდით.