ქუთაისში, რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი ავტომობილიდან მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ავტომობილი მდინარეში დღეს, 3 ნოემბერს გადავარდა. ადგილზე მყვინთავ-მაშველები ავტომობილში მყოფ პირებს ეძებდნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
