logo
ENG



ასტრაზენეკა: ჩვენი ვაქცინა COVID 19-ის ახალი შტამის მიმართაც ეფექტური იქნება

23 დეკ 202013:19
3 წუთის საკითხავი
 
ასტრაზენეკა: ჩვენი ვაქცინა COVID 19-ის ახალი შტამის მიმართაც ეფექტური იქნება

ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია ასტრაზენეკა აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა კორონავირუსის ახალ შტამსაც გაუმკლავდება. 

კომპანიის წარმომადგენელმა როიტერსს უთხრა, რომ ამასთან, ჯერაც მიმდინარეობს კვლევები კორონავირუსის მუტაციის შესასწავლად. 

”AZD1222 (AstraZeneca– ს ვაქცინის კანდიდატი) შეიცავს SARS-CoV-2 ვირუსის ცილების გენეტიკურ მასალას. როგორც ირკვევა, ახალი შტამი ვირუსის ცილების სტრუქტურას ვერ ცვლის. AZD1222 ვაქცინამ იცის, რომ უნდა ამოიცნოს ვირუსული ცილები ორგანიზმში. ამიტომ, მას შეუძლია ვირუსის აღმოფხვრა". - განაცხადა AstraZeneca– ს წარმომადგენელმა.

კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა. ის უკვე გამოვლინდა რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანაში. ახალი შტამი 70%-ით უფრო გადამდებია და მეტად აინფიცირებს ბავშვებს. ამის გამო დიდ ბრიტანეთში შეზღუდვები გამკაცრდა. აიკრძალა ფრენები ევროპის მიმართულებით. 

თუმცა, მეცნიერების თქმით, ვირუსის ახალ შტამს მდგომარეობა განსაკუთრებით არ დაუმძიმებია და არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია. 

ასტრაზენეკამ ვაქცინა ოქსფორდთან ერთად შეიმუშავა. მას შენახვისთვის განსაკუთრებული სამაცივრე პირობები არ სჭირდება. მისი ეფექტურობა 70%-მდე იყო მაშინ, როცა ჯერ კიდევ ცდები ტარდებოდა. თუმცა, მეცნერების თქმით, შესაძლოა, ეფექტურობა 90%-საც აღწევდეს.

ასტრაზენეკას ვაქცინა დამტკიცების მოლოდინშია. 

ასტრაზენეკას გარდა, კორონავირუსის ვაქცინა შეიმუშავა სხვა ორმა კომპანიამ - ფაიზერმა და მოდერნამ. მათ შენახვისთვის -80-გრადყსიანი მაცივრები სჭირდებათ. მათი ეფექტურობა 90-დან 95%-მდეა. 


close დახურვა