სოფელ ატენში წყლის მრიცხველებია, მაგრამ წყალი არ არის. ცოტა ხნის წინ,სოფლის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და გზების რეაბილიტაცია მოითხოვა. პროტესტს რეაგირებაც მოჰყვა, მაგრამ როგორც გაირკვა, ხელისუფლებამ გზა მხოლოდ იმ მონაკვეთებზე დააგო, სადაც აქციების მონაწილე მოსახლეობა ცხოვრობს.