ატენის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 5 კერიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთია დარჩენილი, რომელიც რთული რელიეფით ხასიათდება. სახანძრო სამაშველო ეკიპაჟებმა გზის გაჭრის შემდეგ უშუალოდ კერამდე მისვლა შეძლეს.
საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩაერთვებიან ვერტმფრენებიც. შეგახსენებთ, რომ ხანძარს ატენის ხეობაში უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან. ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიუდგომელი რელიეფის გამო, განსაკუთრებით გართულდა.