უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ, მადრიდის ატლეტიკოს ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას კლუბი Twitter-ზე ავრცელებს.
ინფიცირებული ფეხბურთელების ვინაობა უცნობია, ისინი იზოლირებულები არიან. პროტოკოლის თანახმად, კორონავირუსზე ტესტირება ატლეტიკოს ყველა წევრმა უნდა გაიაროს.
ატლეტიკო 13 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში გერმანულ ლაიფციგს დაუპირისპირდება.