logo
ENG



ატომური ენერგიის სააგენტო: ზაპოროჟიას ბირთვული სადგურის მართვა კონტროლს არ ექვემდებარება

03 აგვ 202222:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/03/2hftarhvuzt7m6s.jpg

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ უკრაინაში, ზაპოროჟიას ბირთვული სადგურის მართვა კონტროლს აღარ ექვემდებარება. 

გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ Associated Press-ს უთხრა, რომ აქ ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი დარღვეულია. 

ზაპოროჟიეში, რომელსაც რუსები მარტის დასაწყისიდან აკონტროლებენ, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. 

რაფაელ გროსის თქმით, მისი გუნდი ბოლო 2 თვეა, მზად არის, სადგურში ჩავიდეს, თუმცა, ამ მისიის შესრულება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.  

პარალელურად კი რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს და უკრაინულ მხარეს ბრალს სდებს, რომ ისინი დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს სწორედ ზაპოროჟიას ბირთვულ სადგურზე თავდასხმისთვის იყენებენ. 

ევგენი ბალიტსკი, რომელიც ზაპოროჟიეში რუსების შეჭრის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დასმული ხელმძღვანელია, როიტერთან ამბობს, რომ ისინი მზად იყვნენ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სადგურის წარმომადგენლები მიეღოთ და ეჩვენებინათ მათთვის, როგორ ესხმიან თავს სადგურს უკრაინელები. 

რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთში შეჭრის საწყის ეტაპზე დაიკავა. 

ბირთვული სადგური ჯერაც ოპერირებს უკრაინელი თანამშრომლებით და რუსეთის კონტროლქვეშ. 

თუმცა, როგორც რაფაელ გროსი ამბობს, რომ შეწყვეტილია აღჭურვილობის და სათადარიგო მიწოდების ჯაჭვი. 

"ასევე აქ იყო ბევრი ბირთვული მასალა, რომელსაც IAEA-ს მიერ შემოწმება სჭირდება". - აცხადებს გროსი. 


close დახურვა