logo
ENG



ატოცში წელს მინიმუმ სამჯერ ვიყავი და საჭიროების შემთხვევაში ისევ ჩავალ-ციხელაშილი

21 ოქტ 201911:14
3 წუთის საკითხავი
 
yvkezz5h88xis62.jpg

 

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხში, ქეთევან ციხელაშვილი, დღეს პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. მთავარი განსახილველი თემა სავარაუდოდ უკანონო ბორდერიზაცია იქნება.

ციხელაშვილი ატოცში მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა,  მისი თქმით ის ამ დრომდე ქვეყანში არ იმყოფებოდა და ამიტომ არ ჩავიდა ატოცში, მისივე განცხადებით ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი უწყებები, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას.

 „ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან, ატოცში მე არაერთხელ ვყოფილვარ წელს მინიმუმ სამჯერ გახლდით, საჭიროების შემთხვევაში კიდევ ჩავალ ატოცშიც და ყველგან, ფიზიკურად არ ვიყავი ქვეყანაში. მე არ ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ყურადღებას აქცევს და შესაბამისი ადგილზე მოსახლეობა ასრულებს სამეურნეო სამუშაოებს. რა თქმა უნდა მოსახლეობას არანორმალურ ვითარებაში უწევთ მუშაობა, მაგრამ ეს ადამიანები პირველები არიან ვინც კარგად იცის რა უნდა გააკეთონ“-განაცხადა ციხელაშვილმა

შეგახსენებთ  ატოცში 20 ივნისს რუსმა სამხედროებმა საზღვარი ისევ გადმოწიეს.

 


close დახურვა