თბილისში, ბიზნესცენტრ ატრიუმში პოლიციაა შესული. ადგილზე, შესაძლოა, ე.წ. ქოლცენტრები მუშაობდეს.
დღის პირველ ნახევარში ადგილზე ფორმულას გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, რომელსაც სავარაუდო ქოლცენტრების ოფისის არსებობის შესახებ ინფორმაცია ანტიკორუფციულმა მოძრაობამ მიაწოდა.
მოძრაობის წევრი ლაშა ფარულავა ამბობს, პოლიცია თავად გამოიძახა.
"ჩვენ შევატყობინეთ სავარაუდო ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულზე, ქოლცენტრზე გადავეცით ინფორმაცია პოლიციას და, როგორც ჩანს, შევიდა გამოძიება. იმედია, საქართველოში ამოიღფხვრება ტრანსნაციონალური კიბერდანაშაული, ვინაიდამ ამ ოფისებს, სავარაუდოდ, ჰყავს მფარველები, მფარველები ჰყავს ხელისუფლებაში და სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩვეულებრივად, სავარაუდოდ, ოპერირებდა ეს ე.წ. ოფისი", - თქვა მან ბიზნესცენტრთან.