logo
ENG



აუდიტი: ზუგდიდის მერიამ უსახლკაროებს აუშენა სახლები, რომლებიც საცხოვრებლად არ გამოიყენება

15 თებ 202012:18
3 წუთის საკითხავი
 
erukt17k7njze93.png

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის შემოწმება. აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტმა უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა ხარვეზებით წარმართა.

დასკვნის თანახმად, იმ პირობებში, როცა მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს ყველა ბენეფიციარისათვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნას, აშენებულია სახლები, რომლებიც საცხოვრებლად არ გამოიყენება. 

„ობიექტების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სოფლებში: კახათში, ცაიშსა და ჭითაწყარში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენებული სახლები დაკეტილია და საცხოვრებლად არ გამოიყენება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი შერჩევის პრინციპით და კონტროლის მექანიზმებით ვერ გამოვლინდა შესაფერისი ოჯახები. სახლების მშენებლობაზე დახარჯულია სულ 50.4 ათასი ლარი, რომელიც, ფაქტობრივად, არაეფექტიანი ხარჯია, რადგან პროგრამის მიზანი − საჭიროების მიხედვით საცხოვრისით დაკმაყოფილება, ვერ იქნა მიღწეული.

სოფლებში: ორსანტიაში, შამადელასა და კოკში სახლები ააშენა შპს „ევრომშენი 999“-მა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით და ობიექტების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ სამუშაოების ნაწილი არ შესრულებულა, ნაწილი კი განხორციელდა ხარჯთაღრიცხვით დადგენილი პარამეტრების შეუსაბამოდ. აღნიშნული სამუშაოები დადასტურებულია მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფის დასკვნით, რომელსაც ხელს აწერს ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი. 

სოციალური სახლების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ 47-დან 2 სახლის მშენებლობის ხელშეკრულება შეწყვეტილია. მუნიციპალიტეტს არ დაუსრულებია ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები. მუნიციპალიტეტმა ზოგიერთი სახლისათვის ჩაიბარა შეუსრულებელი ან არასათანადოდ შესრულებული სამუშაოები და გასცა მოთხოვნილი დაფინანსება. აღნიშნული სამუშაოები მიმწოდებლების მიერ დარღვევით არის ასახული შესრულებული სამუშაოების აქტებში და დადასტურებულია საექსპერტო დაწესებულების მიერ – შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“, შპს „არდა" და შპს

აღსანიშნავია, რომ ყველა შეუსრულებელი სამუშაოს გამოვლენა შესაძლებელი იყო ვიზუალურად, რაც მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებს, რომლებსაც სამსახურებრივად ევალებოდათ ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხობრივი და რაოდენობრივი შესაბამისობის დადასტურება, არ გამოუვლენიათ. შესაბამისად, სახლების მშენებლობისთვის დახარჯულია ზედმეტი საბიუჯეტო რესურსი იმ სამუშაოებზე, რომლებიც არ შესრულებულა და ამასთანავე, სოციალურად დაუცველმა პირებმა სრულად ვერ მიიღეს პროგრამით გათვალისწინებული პროდუქტი. შეუსრულებელი და ხარვეზებით განხორციელებული სამუშაოები დადასტურებულია მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირებისა და საექსპერტო ორგანიზაციების მიერ. ამდენად, ხელშეკრულებების შესრულებისას არ არის დანერგილი კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფდა აღნიშნული შეუსაბამობების გამოვლენას“, - წერია აუდიტის დასკვნაში.

 


close დახურვა