logo
ENG



აუდიტი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ავტომანქანებში იმაზე მეტ საწვავს ასხამდა, ვიდრე ავზი იტევდა

15 თებ 202013:28
3 წუთის საკითხავი
 
irq0pkl67aucy5l.jpg

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში მსუბუქ ავტომანქანებზე 351.6 ტონა საწვავი დახარჯა. აღნიშნულზე საუბარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გაცემულია 188.5 ტონა (54%) საწვავი.

„აღსანიშნავია, რომ 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის მერი და გამგებელი საწვავს ხარჯავდნენ როგორც მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული განპიროვნებული ავტომანქანებისათვის, ასევე პირად საკუთრებაში არსებული ტრანსპორტისათვის. კერძოდ, მუნიციპალიტეტის ავტომანქანებზე გაცემულია 25.8 ტონა საწვავი, ხოლო პირად სარგებლობაში არსებული ავტომანქანების მიერ გახარჯულია დამატებით 2.9 ტონა საწვავი“, - წერია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის დასკვნაშ ასევე საუბარია, საწვავის გამოყენებაზე არაავტორიზებული ავტომანქანებისთვის. აუდიტის სამსახურის ცნობით, ცალკეულ ავტომანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა საწვავის ავზის მოცულობას აღემატება.

აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენი ცხრილში ნაჩვენებია, ჩასხმული საწვავის მოცულობა და ავზის მოცულობა.

„ცხრილში ასახული მონაცემები მიუთითებს, რომ ავტორიზებულ ავტომანქანებზე, „აგაი“ სისტემის ჩიპი, სავარაუდოდ, მყარად არ იყო დამაგრებული და მისი გამოყენებით საწვავის ჩასხმა ხდებოდა სხვა ავტომანქანებშიც. არსებობს რისკი, რომ არაიდენტიფიცირებული ავტომანქანების საწვავით გამართვა ხდებოდა პირადი მიზნებისათვის და სამსახურებრივი დანიშნულებით არ გამოიყენებოდა“, - წერია დასკვნაში.

 


close დახურვა