logo
ENG



აუდიტის დასკვნაში დანაშაულის ნიშნებია - რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა

24 თებ 202013:59
3 წუთის საკითხავი
 

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა. არჩევნებში 42 დელეგატს უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ სხდომაზე მხოლოდ 20 მათგანი გამოცხადდა. შესაბამისად, კვორუმის არარსებობის გამო, პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო. 

როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძემ სხდომის ჩაშლის შემდეგ განაცხადა, არსებული სიტუაცია აუდიტის დასკვნის ბრალია, რომლის თანახმადაც იკვეთება დანაშაულის ნიშნები. აბუსერიძე აცხადებს, რომ მოქმედ პრეზიდენტს გოჩა სვანაძეს სხდომა უნდა გადაედო და ჯერ კითხვებზე უნდა გაეცა პასუხები.

„დღევანდელი ჩაშლის მიზეზი გახდა ის, რომ წესდებიდან გამოომდინარე დელეგატთა ნახევარზე მეტი არ გამოცხადდა და ხმების 2/3. საერთო კრებამ დაადგინა, რომ ჩაშლილია ყრილობა. დღეს გამოჩნდა და ფაქტი სახეზეა. მე ჩემი სათქმელი ვთქვი. ქართული რაგბი და ხალხი ცდილობდა სახლიდან მოეტანა ფული და შენარჩუნებულიყო რაგბი. დასკვნიდან გამომდინარე დღესდღეისობით სხვანაირადაა. ვიბრძოლებთ ბოლომდე.

"არიან მწვრთნელები, ბავშვები, ადამიანები, რომლებიც შრომობენ, რომ ქართული რაგბი წინ წავიდეს. მეორე მხარეს, სხვანაირად ხდება. აქაც იყვნენ დელეგატები, მაგრამ პროტესტის ნიშნად არ შევიდნენ. რომ შედიხარ თანამონაწილე ხდები. ბევრ გუნდს ჭირდება პასუხი აუდიტის დასკვნაზე. აუდიტის დასკვნაში დიდი დარღვევები და დანაშაულის ნიშნებია. რაგბის ოჯახში უნდა გაირკვეს ყველაფერი. მოსწრებაზე იყვნენ. ეს არის მაგათი სახე“, - განაცხადა აბუსერიძემ.

სარაგბო კლუბების წარმომადგენლებმა არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი აბუსერიძეა. არჩევნებში მონაწილეობს კავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტიც. არჩევნები რაგბის კავშირში იანვარში უნდა გამართულიყო, თუმცა კანდიდატების მოთხოვნით გადაიდო. 


close დახურვა