logo
ENG



აუდიტის დასკვნიდან გამქრალი საქმეები და ზარალი, რომელიც ქვეყანას მიადგა - შაბათის ფორმულა

13 ნოე 202121:52
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორი ანგარიში ჩაუვარდა ხელში, რომლიდანაც გამქრალია ათამდე საქმე, რომელიც მრავალ დარღვევას მოიცავს და ქვეყანას ასეულობით მილიონი ლარით აზარალებს. 

აუდიტის სამსახური რამდენიმე წელი სწავლობდა სახელმწიფო ქონების გასხვისების დარღვევებს, თუმცა, როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიშში არც ერთი დარღვევა არ მოხვდა. დოკუმენტში, რომელიც შაბათის ფორმულას ანონიმურმა წყარომ მიაწოდო, დეტალურად გაწერილია როგორ არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა ნაკისრი ვალდებულებები. 

მაგალითად, თბილისის იპოდრომი  - მანამდე უცნობი იყო, რამდენი მილიონი უნდა გადაეხადა ოლიგარქს სახელმწიფოსთვის, თუმცა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მას მილიონები აპატიეს. შაბათის ფორმულას ხელთ ჩაუვარდა ნასყიდობის ხელშეკრულებაც და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ნათელს ჰფენს იპოდრომის გასხვისების საკითხს. 

გაირკვა, რომ ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ მრავალი მილიონის ღირებულების სახელმწიფო ქონება ინვესტიციის ვალდებულებით პრაქტიკულად მიზერულ ფასად მიიღეს, თუმცა პირობა არ შეასრულეს, რის შემდეგაც მათ ჯარიმები მოუხსნეს. იპოდრომი ივანიშვილმა 2007 წელს 10 მილიონ 20 ათას დოლარად შეიძინა. პარკის მოწყობის ვალდებულება აიღო, თუმცა არც ეგ შეასრულა, ხოლო ჯარიმები გაუუქმეს. 

შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, მთავრობა აუდიტის სამსახურის მეშვეობით ცდილობს, მათივე შესწავლილი დარღვევები გაასუფთაოს და მაგალითად კახა კალაძის, ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაახლოებული პირების კომპანიებს, ისე აპატიოს ვალდებულებები, რომ  პასუხისმგებლობები მათ არ დაეკისროთ. ამაზე მეტყველებს, ისიც რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დასკვნა პროკურატურაში 6 თვის წინ გადაეგზავნა.

ანგარიშს, რომელიც ხელში ჩაგვივარდა 13 ხელმომწერი ჰყავს. 


close დახურვა