logo
ENG



აუდიტის სამსახური გორის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტის არაეფექტიან ხარჯვაში ადანაშაულებს

23 ნოე 201913:36
3 წუთის საკითხავი
 
u9nelwiiwmx8bca.jpg

სარგებლის ნაცვლად 10-ათასლარიანი ზარალი. აუდიტის სამსახური გორის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტის არაეფექტიან ხარჯვაში ადანაშაულებს.

საუბარია პოლონურ გრანტზე, რომლითაც შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის შენობის რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო. მუნიციპალიტეტმა პროექტი ჩააგდო, რის გამოც პოლონურმა მხარემ - 68 ათასი ევროს უკან დაბრუნება მოითხოვა. იმის გამო, რომ საანგარიშო პერიოდში ლარი გაუფასურდა, მუნიციპალიტეტს ბიუჯეტიდან დამატებით 10 ათას ლარზე მეტის გამოყოფა დასჭირდა, რომ ფული სრულად დაებრუნებინა. 


close დახურვა