თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ რეგიონული კორესპონდენტი ლადო მენაბდე გამოკითხეს. გამოძიება კონტრსნაიპერული შაშხანით გადაღებულ ფოტოზე დაიწყო, რომელიც მენაბდემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ფოტო, რის გამოც საქმე აღიძრა, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, თავდაცვის შეიარაღებული ძალების არსენალში არსებული ცეცხლსასროლი იარაღების გამოფენაზეა გადაღებული