რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუციო აქციაზე მივიდა გიორგი რურუას მეუღლე, სოფო სიხარულიძეც.
სიხარულიძის თქმით, 20 ივნისი არის ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა, რომელიც იქამდე გაგრძელდება, სანამ ოკუპაცია არ დასრულდება.
„აქ მოვედი 1 წლის შემდეგ, რომ გავაპროტესტო ოკუპაცია. მარტო ვარ და გიორგი ჩემთან ერთად არ არის. მისი პატიმრობის მიზეზი არის ანტისაოკუპაციო აქციები, მისი აქტიურობა და მონაწილეობა ამ აქციებში. აქციას შარშან, 22 ივნისს შემოვუერთდით. ის კადრები ვნახეთ ტელევიზიით და რეაქცია იყო ისეთივე, როგორც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ჰქონდა. ჩამოვედით თბილისში და შემოვუერთდით აქციებს. მგონია, რომ ბრძოლა ისევ გრძელდება და ის გაგრძელდება ოკუპაციის დასრულებამდე. მჯერა, რომ აუცილებლად გავთავისუფლდებით ოკუპაციისგან და გიორგიც თავისუფალი იქნება“, - აღნიშნა სიხარულიძემ.