საქართველოში დაკავებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა პროტესტის ნიშნად ციხეში შიმშილობა დაიწყო. როგორც მისმა ცოლმა ფორმულას ინფორმაცია მიაწოდა, შიმშილობა მან დღეს, 21 სექტემბერს დაიწყო. შიმშილობის გაგრძელებას იგი "სამართლიანობის აღდგენამდე" გეგმავს.
"20 სექტემბერს წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩემს ქმარს, აფგან სადიგოვს შევხვდი. აფგან სადიგოვი ამბობს, რომ ქართულმა სახელმწიფომ, სასამართლომ და საიმიგრაციო სამსახურმაც უარე თქვეს მისი საქმის გამოძიებაზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი ალიევის მთავრობის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ. ალიევის მთავრობა პოლიტიკურ დაკვეთა იძლევა, ხოლო ქართული სახელმწიფო მას აღასრულეს. ორივე სახელმწიფომ დაარღვია კანონი, წამართვეს თავისუფლება და ჩემი ოჯახი ჰყავთ შანტაჟისა და მუქარების ქვეშ, ჩემს შვილებს კი განათლების მიღებაც არ შეუძლიათ. როგორ უნდა იბრძოლო ქვეყანაში, სადაც კანონები არ მუშაობს?" - გადმოსცემს სადიგოვის სიტყვებს მისი ცოლი.
აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს და მეორე დღეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. საქალაქო სასამართლოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
ამასთან, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა.