ერევანში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულთა რაოდენობა იზრდება, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არ გამორიცხავს, რომ ნანგრევებში ადამიანები ამ დრომდე რჩებიან. აფეთქების ადგილზე მეხანძრეები და მაშველები ამ წუთებშიც მუშაობენ. სავაჭრო ცენტრში მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე საათში ქალაქში მეტროსადგურები დაიხურა.
აფეთქება ერევანში
14 აგვ 202220:31
3 წუთის საკითხავი