logo
ENG



აფეთქება თბილისში - ადგილობრივები გაზგასამართი სადგურის გადატანას ინციდენტამდეც ითხოვდნენ

02 ივნ 202020:37
3 წუთის საკითხავი
 

„ეკო გაზის“ უკან მდებარე კორპუსის მცხოვრებლები აფეთქების მომენტს იხსენებენ და ამბობენ, რომ აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, დაკეტილი კარებებიც კი შეამტვრია. მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ყვება, რომ მოსახლეობას „გაზ გასამართი“ სადგურის გადატანაზე ხელმოწერების შეგროვება დაწყებული აფეთქებამდეც ჰქონდა. ისინი შიშობდნენ, რომ კორპუსთან ახლოს მდებარე გაზგასამართი სადგური მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

აფეთქებამ ყველაზე მეტად დააზიანა გაზ გასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარეს  მდებარე საცხოვრებელი კორპუსი. შენობის პირველ და მეორე სართულზე ყველა შუშა ჩამსხვრეულია. კორპუსი „ეკო გაზიდან“ დაახლოებით 20-30 მეტრის დაშორებით მდებარეობს. მერიამ კორპუსის მშენებლობის უფლება 2017 წლის 10 თებერვალს გასცა, თუმცა როგორც ჩანს, საფრთხეებზე არავის უფიქრია.  

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია გაზ გასამართ სადგურზე კომპრესორის აფეთქება მთელი დღის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ინციდენტის დროს  „ეკო გაზის“ ერთი თანამშრომელი დაშავდა, რომელიც მკურნალობას დამწვრობის ცენტრში გადის. დაშავებულმა სხეულის 25-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო.

„ეკო გაზის“ დირექტორი აცხადებს, რომ გაზ გასამართ სადგურზე უსაფრთხოების ნორმები სრულად იყო დაცული მისთვის გაუგებარია რამ გამოიწვია აფეთქება. მისივე თქმით, გაზ გასამართი სადგური 2008 წლიდან ფუნქციონირებდა და მაშინ ტერიტორიაზე არცერთი საცხოვრებელი კორპუსი არ იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა