logo
ENG



აფეთქებას ავღანეთის დედაქალაქში 4 ადამიანი ემსხვერპლა

12 ივნ 202017:37
3 წუთის საკითხავი
 

აფეთქებას ავღანეთის დედაქალაქში 4 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა ქაბულის ერთ-ერთ მეჩეთში, ლოცვის დროს დროს მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობები სავარაუდოდ სალოცავში იყო დამონტაჟებული. 4 მორწმუნე ადგილზე დაიღუპა, დაიჭრა 8 ადამიანი. შემთხვევის ადგილზე სამხედროები და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ბოლო ერთ კვირაში ქაბულში ეს უკვე მეორე აფეთქებაა. გასულ კვირას თავდასხმა სხვა მეჩეთზე განხორციელდა და მაშინ ორგანიზატორად აისისის მოკავშირე დაჯგუფება დასახელდა. 


close დახურვა