logo
ENG



აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

26 თებ 202018:26
3 წუთის საკითხავი
 
1ohpo1uzoes4n7j.jpg

​აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული კარანტინის გამო ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. ამის შესახებ ბრძანებას დე ფაქტო მთავრობა ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერის განცხადებით, ეს აუცილებელი ზომაა ადგილობრივების დასაცვად, ამიტომ ამ ეტაპზე იკრძალება როგორც აფხაზეთში შესვლა, ისე აფხაზეთის დატოვება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით მსოფლიოში დაახლოებით 80 ათასი ადამიანია ინფიცირებული.


close დახურვა