logo
ENG



აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს

09 იან 202022:57
3 წუთის საკითხავი
 
w7tw3exy0mdk0y9.jpg

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს. დადგენილების პროექტს მხარი 19-მა „დეპუტატმა“ დაუჭირა, წინააღმდეგი კი 4 იყო.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. ისინი, არ ცნობენ, საარჩევნო კომისიის შედეგებს, რომლის თანახმადაც, დე ფაქტო არჩევნებში გამარჯვება რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.

აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს ადმინისტრაციის კარი და დალეწეს ფანჯრები. სწორედ ფანჯრიდან შევიდა მათი დიდი ნაწილი შენობაში.

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი – 46,17. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55%- ით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.

დღესვე ე.წ. უზენაესმა სასამართლომ აფხაზეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, „ამცახარას“ ოპოზიციური პარტიის ლიდერის ალხას კვიცინიას სარჩელის მოსმენა დაიწყო. კვიციანი ე.წ. არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს.


close დახურვა