logo
ENG



აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია ისევ მოწამლეს

02 მარ 202017:30
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია მოწამვლის დიაგნოზით კვლავ საავადმყოფოშია. ის სოჭში შეუძლოდ  გახდა, რის გამოც, ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს.

ბჟანიას გარემოცვის წევრები საკვებით გამოწვეულ ინტოქსიკაციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ლიდერი შარშანაც მოწამლეს. მაშინაც ის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მონაწილეობა ვერ მიიღო.

იანვარში სოხუმში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, შედეგად რაულ ხაჯიმბამ პოსტი დატოვა და ეგრეთ წოდებული ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, რომელიც 22 მარტს უნდა გაიმართოს. ასლან ბჟანია ერთ-ერთ ფავორიტ კანდიდატად სახელდება. გასულ კვირას ის მოსკოვში იმყოფებოდა.


close დახურვა