logo
ENG



აფხაზეთის ე.წ საგარეო კობახიძეზე: მსგავსი პოპულისტური განცხადებები არჩევნების წინ კეთდება

27 მაი 202420:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/27/14ii1pucpm3cq5m.png

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ქვეყანა 2030 წლამდე აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დაიბრუნებს.

ე.წ სამინისტროში ამბობენ, რომ "მსგავსი პოპულისტური განცხადება არჩევნების წინ კეთდება და შიდა აუდიტორიაზეა მიმართული".

" ჩვენ ყურადღება მივაქციეთ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს დაბრუნების სურვილთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ მსგავსი პოპულისტური განცხადებები მორიგი საპარლამენტო არჩევნების წინ კეთდება და მიმართულია შიდა აუდიტორიაზე.

საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერი მცდელობა, დაუბრუნოს აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოს, აბსოლუტურად უპერსპექტივოა.

საჭიროდ მიგვაჩნია კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და აგრძელებს საკუთარი სუვერენიტეტის განმტკიცების გზას. აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხმა თავისი საბოლოო არჩევანი გააკეთა და ეს არჩევანი არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა