აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა სირიასთან სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა.
შეხვედრა სირიაში 29 მაისს შედგა.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ თავდაცვის მინისტრი, ვლადიმირ ანუა სირიის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-ლეიტენანტ ალი მაჰმუდ აბასს შეხვდა.
მათ "ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს".
ვლადიმირ ანუამ "ხაზი გაუსვა სირიის არმიის როლს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში" და სირიელ მინისტრს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.