აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ქეთევან ბაკარაძემ თანამდებობა დატოვა.
როგორც ბაკარაძე Facebook-ზე წერს, ის ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდება.
"ვიღებ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და ვუერთდები გუნდს, რომლის ხედვები, დეოკუპაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სრულ თანხვედრაშია ჩემთან; გუნდი, რომელიც წარმოდგენილია ღირსეული, წესიერი, კომპეტენტური ადამიანებით; გუნდი, რომელსაც ჰყავს საუკეთესო ლიდერი - გიორგი გახარია, რომელიც მჯერა, რომ თავისი პიროვნული თვისებებით, ღირებულებებით, ერუდიციით, ეფექტიანი მართვით, მათ შორის კრიზისული სიტუაციების წარმატებული მართვითა და დასახული მიზნებით ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის!", - წერს ბაკარაძე.
ცნობისთვის, ექსპრემიერმა გახარიამ თანამდებობა და ქართული ოცნება 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა - მან მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდსა და მას შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
29 მაისს, გახარიამ საკუთარი პარტიის "საქართველოსთვის" პრეზენტაცია გამართა. ვინ არიან ყოფილი პრემიერის გუნდის წევრები - იხილეთ აქ.