ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დეფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აფხაზეთში ამ დროისთვის ვირუსის 3 567 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 355 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 33 პაციენტი კი გარდაიცვალა.
დღეს რეგიონში კორონავირუსზე 371 ადამიანის ტესტირება ჩატარდა.