ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დეფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, 24 საათში ვირუსზე ტესტი 230 ადამიანს ჩაუტარდა. მათივე ინფორმაციით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 163 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 2 257 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 829 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.