logo
ENG



აქ უფროსები ხშირად არ უსმენენ ახალგაზრდებს - რავილ მამედოვი

23 მარ 202022:15
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა „სალამის“ ერთ-ერთი ლიდერი, რავილ მამედოვი „ფორმულას“ ეთერში აცხადებს, რომ მარნეულსა და ბოლნისში სოფლებში არის შედარებით რთული მდგომარეობა ინფორმაციის მიწოდების კუთხით. როგორც რავილ მამედოვი აღნიშნავს, უფროსი თაობის წარმომადგენლები არ უჯერებენ ახალგაზრდებს.

„მარნეულში მოსახლეობამ, როგორც ჩანს, გაიგო, რომ მდგომარეობა სერიოზულია - თითქმის ყველა სახლშია. არიან ისეთი ადამიანები, ვინც ქუჩაში მაინც დადიან - უმეტესობა ინფორმირებულია, რომ ძალიან სერიოზული საფრთხეა და უნდა იყოს სახლში. თუმცა აქ ხშირად უფროსები არ უსმენენ ახალგაზრდებს. როცა ახალგაზრდა ეუბნებათ, რომ სახლში უნდა იყონ, არ სჯერათ - ასეთი მდგომარეობაა სოფლებში. თუმცა ქალაქში უფრო სერიოზულად აღიქვამენ სიტუაციას", - განაცხადა რავილ მამედოვმა.

შეგახსენებთ, რომ მარნეული და ბოლნისი 23 მარტიდან კარანტინში არიან ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო.

 


close დახურვა