logo
ENG



აქტივისტ ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ

07 ივნ 202419:18
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა თავისუფლებისთვის აქტივისტ ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ცნობილია, რომ მას თავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაესხნენ, მაშინ, როცა ის ლექციიდან გამოდიოდა.

"გამოვდიოდი თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან და ამ დროს ზებრასთან ვიდექი და აქ შეგვხვდნენ, გზაზე გადმოვდიოდი, ავტობუსის გაჩერებისკენ მივდიოდი და უკნიდან ვიგრძენი რაღაცნაირად ჩარტყმა. არც დამინახავს, შევბრუნდი და მერე მეც შევუბრუნე ხელი. ჩანთა დაუვარდა და ის ჩანთაც ავიღე და ასე ვცდილობდი თავდაცვას. მერე მოვიდა მეორე, მესამე, მე უკვე ალყაში ვიყავი, არც მახსოვს, რამდენნი იყვნენ... მინიმუმ სამი იყო, რაც დავინახე, შეიძლება ოთხიც... სახეზეც კი არ მახსოვს ეგ ხალხი", - განაცხადა მან. 

ნიკო მანაგაძე აქციის - დახვდი კობახიძეს ერთ-ერთი ორგანიზატორია.

საპროტესტო აქცია პრემიერმინისტრის წინააღმდეგ ხვალ, დილის 09:00 საათზე, თსუ-ს მეორე კორპუსთანაა ჩანიშნული.


close დახურვა