logo
ENG



აქტივისტი ნიკა ნარსია აეროპორტში ჩამოსვლისთანავე დააკავეს

20 სექ 202510:28
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/20/wyus0i61qn4usys.jpg

აქტივისტი ნიკა ნარსია აეროპორტში, საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავეს.

მას 18 სექტემბერს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, დაუსწრებლად, 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ნიკა ნარსიას ადვოკატის, გიორგი ტაბატაძის თქმით, აქტივისტის მიმართ მარტი-აპრილის პერიოდში გზის გადაკეტვისთვის 19 ოქმი იყო შედგენილი, ხანდაზმულობის გამო 3 გაბათილდა და დანარჩენ ოქმებთან დაკავშირებით მოსამართლემ ნარსიას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.


close დახურვა