logo
ENG



საფლავზე გასვლის გამო დაკავებული ნიკა ნარსია თავისუფალია

03 მაი 202113:28
3 წუთის საკითხავი
clock 1468

საფლავზე გასვლის გამო დაკავებული აქტივისტი, ნიკა ნარსია თავისუფალია. 

ის გუშინ, 2 მაისს დააკავეს, როცა მამის და დის საფლავზე შესვლას ცდილობდა. 

პოლიცია მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

მის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი უახლოეს 10 დღეში გაიმართება. 

2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. შეზღუდვის დამრღვევი 2 000 ლარით ჯარიმდება. 

29 აპრილს კენჭისყრაში მონაწილე 84-ვე დეპუტატმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ სამი მუხლის გამკაცრებას დაუჭირა მხარი, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებს აკავებს.

ცვლილებებით მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. გარდა ამისა, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ფინანსური სანქციები.


close დახურვა