logo
ENG



აქტივისტის თქმით, სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე ემუქრება

25 ივნ 202009:20
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო მოძრაობის კახეთის ოფისის ხელმძღვანელს, ნინო გოგოლაშვილს, სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე ემუქრება და ფეისბუკზე გამოქვეყნებული ჩანაწერის წაშლას სთხოვს.

აქტივისტმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ დაწერა. პოსტის დატოვების შემთხვევაში, ილია ხატიაშვილი აქტივისტს დაემუქრა, რომ მასთან მივიდოდა და "გასაგები ენით" დაელაპარაკებოდა.

მას შემდეგ რაც, გოგოლაშვილმა მუქარის შესახებ საჯაროდ ისაუბრა, საკრებულოს თავმჯდომარე სამოქალაქო მოძრაობის ოფისში არ გამოჩენილა.

თავად საკრებულოს თავმჯდომარე "ფორმულა ნიუსთან" საუბარში, მუქარის ფაქტს უარყოფს. 


close დახურვა