logo
ENG



აქტივობა 15:00 საათზე: 2020 - 36.45%; 2016 - 34.79%; 2012 - 44.99%

31 ოქტ 202016:07
3 წუთის საკითხავი
 
urdl63yegvgohqp.jpg

ცესკოს ინფორმაციით, 15:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 36.45%-მა მიიღო. ხმა 1 279 947-მა ამომრჩეველმა მისცა

2016 წელს, იმავე დროს აქტივობა 34.79% იყო, ანუ ხმა მისცა 1 222 634-მა ადამიანმა. 

2012 წელს, 15:00 საათისთვის აქტივობა 44.99% იყო, ხმა მისცა 1 625 818-მა ამომრჩეველმა. 

დღეს, 31 ოქტომბერს, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19.41% იყო, ხმა 681 583-მა ადამიანმა მისცა. 

დილის 10:00 საათზე - 8,33%, ანუ 292 587 ამომრჩეველი. 

დღეს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. საქართველო X მოწვევის პარლამენტს, წინა წლებისგან განსხვავებული სისტემით ირჩევს - მეათე მოწვევის პარლამენტში 120 მანდატი პროპორციული სიით შეივსება, 30 - მაჟორიტარულით.


close დახურვა